ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა პროტესტი ქუთაისში გააგრძელა. ისინი ქალაქში ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ და უწყვეტი სიგნალებით მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოწოდებენ.
აქციის მონაწილეები ხეობაში შესვლის უფლებას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.