ხვალიდან, 14 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14-16 აპრილს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.