ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა

14 აპრილი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა

ნამოხვანჰესის მოწონააღმდეგეების აქცია გრძელდება. აქტივისტების ნაწილი ამ დრომდე გუმათში რჩება, ნაწილი კი დღის განმავლობაში შეუერთდება.

პარალელურად, პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა.

აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგილზე გვიან ღამით მუშაობდნენ, დილით კი მათ ბარიკადები დახვდათ.

პროტესტის ნიშნად ისინი რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ.

ამ წუთებში ადგილზე სიმშვიდეა, აქტივისტები მოვლენების განვითარებას ელოდებიან.