სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევაა

17 აპრილი, 2021 • Newpress • 1

იმერეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 126, იმერეთი – 61.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 471, აჭარაში – 398, იმერეთში – 369. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 494 პირი, მათ შორის, თბილისში – 247, აჭარაში – 70, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 7, იმერეთში – 8. 427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 – თბილისში, 188 – აჭარაში. 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 925 პირი ემსხვერპლა.