გუმათჰესთან რიონში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ნაპირზე იდგა და მოულოდნელად მდინარეში ჩავარდა.
მის საშველად წყალში რამდენიმე ადამიანი შევიდა.
ადგილზე მოვიდნენ მაშველებიც. საბედნიეროდ, ბიჭის გადარჩენა მოხერხდა.