დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 57, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 7, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 80, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 720, აჭარაში – 413, იმერეთში – 377.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში – 292, აჭარაში – 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 200 – აჭარაში.
6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა.