ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 96 დაფიქსირდა

20 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 96 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა – 164, იმერეთი – 96, ქვემო ქართლი – 75, შიდა ქართლი – 85, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 63, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 296, აჭარაში – 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 959 პირი ემსხვერპლა.