პრემიერ – მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსიგან გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღარიბაშილი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პრემიერს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.