ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოფელ აჯამეთში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა

20 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

სოფელ აჯამეთში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმოამდგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ” განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.