ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გეგმავს თუ არა მთავრობა დამატებით შეზღუდვებს?

21 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

გეგმავს თუ არა მთავრობა დამატებით შეზღუდვებს?

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21-საათიდან 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყანაში, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.

საკოორდინაციო საბჭომ შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვა ძალაში დატოვა.

მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მოუწოდებს, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. გარდა ამისა, მათივე თქმით, გამკაცრდება დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი.