ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

22 აპრილს ქუთაისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

21 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

22 აპრილს ქუთაისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისის ნაწილს დაგეგმილი ტექნიკური სამუშაობის გამო წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ამ ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ქუთაისში ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობაზე და ქვიტირის სატუმბ სადგურში მილსადენის აღდგენითი სამუშაოების გამო, 22 აპრილის დილის 4 :00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ავტოქარხნის, უქიმერიონის, გამარჯვების, ძელქვიანის, ნიკეას, ვაკისუბნის, სულხან-საბას, საფიჩხიის და ქალაქ მუზეუმის (ნაწილს) ადმინისტრაციულ ერთეულებს.

აბონენტებს SMS შეტყობინებები წინასწარ გაეგზავნათ. წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.