ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადიდებულმა ხეშკურამ ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო

22 აპრილი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ადიდებულმა ხეშკურამ ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო

გადაუღებელი წვიმების შედეგად, დღეს ჩოლურ-ლაშხეთის საზღვარზე მდინარე ხეშკურა ადიდდა, მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო, რის გამოც აღნიშნულ ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია. ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრობლემების მოსაგვარებლად, ადგილზე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილები – გიორგი მაქარაშვილი და ლაშა ჭიჭინაძე.

მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და ამ წუთებში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები.