ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში – 23 მაისიდან რიონის ხეობის მცველები თბილისში გადაინაცვლებენ

24 აპრილი, 2021 • ნიუპრესი - • 1

ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში – 23 მაისიდან რიონის ხეობის მცველები თბილისში გადაინაცვლებენ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგგები 23 მაისს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავენ. – ასე პასუხობენ რიონის ხეობის მცველები მთავრობის ადმინისტაციის განცხადებას.

მათი შეფასებით, მთავრობის ეს განცხადება აღიქმება როგორც ვექტორის სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობა, რისი მიზანიც პროტესტის დეესკალაციაა.

“დღეს იგეგმება 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები, ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება. ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქლაქში, ახლა მთელმა ერმა და საზოგადოებამ გადავწყვიტოთ ჩვენი სიმრავლით და ერთობით ეს პრობლემა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების პასუხად მტავრობამ დრეს განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე გარკვეული ვადით მორატორიუმი გამოცხადება და მოხდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჰესის საკითხის შესწავლა.