|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი- ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

 26 აპრილს თბილისი-ბათუმისა  და თბილისი- ფოთის  მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

"ძვირფასო მგზავრებო!

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო,  26 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს:

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ  ცხრილში;

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია: 

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", - ნათქვამია   კომპანიის განცხადებაში.

 

 




ავტორი: ნიუპრესი