ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 054 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 240, იმერეთი – 865, ქვემო ქართლი – 293, შიდა ქართლი – 482, გურია – 160, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 475, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი – 172, სამცხე-ჯავახეთი – 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 69.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 362 საიდანაც: 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 600, აჭარაში – 510, იმერეთში – 1 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში – 121, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში – 201, აჭარაში – 38, იმერეთში – 35. 1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 693 – თბილისში, 241 – აჭარაში. 37 673 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.