ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა

1 დეკემბერი, 2021 • Newpress • 1

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს დაეჯახა და ამოტრიალდა.

ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. ,

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავტომობილში მყოფი ახალგაზრდები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.