ქუთაისელი ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარეს, გადაწყვეტილება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მიიღო. ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესოები წლის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა, მათ შორის ნომინაციაში -საუკეთესო რეგიონი გაიმარჯვა იმერეთის ჭადრაკის ფედერაციამ, რომლის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძეა. ნომინაციაში – საუკეთესო მწვრთნელი კი ნიკოლოზ მანაგაძე დაასახელეს, რომელიც ანასტასიას მწვრთნელია. ანასტასია კირთაძემ 2021 წლის ოქტომბერში ევროპის ჰიბრიდულ ჩემპიონატზე 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქუთაისელი ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარეს
6 იანვარი, 2022 • ნიუპრესი • 8
იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია კი ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა.
თეგები: სპორტი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები