სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჩინეთში ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

30 იანვარი, 2022 • ნიუპრესი • 12

ჩინეთში ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.

ჩინეთში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინფიცირებულია 34 პირი, რომელთაგანაც 13 სპორტსმენია, თამაშებში აპირებენ მონაწილეობას, დანარჩენი ინფიცირებულები კი პერსონალის წარმომადგენლები არიან.

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად იცავენ რეგულაციებს.

ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტით გადაიყვანეს და ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში ჰყავთ.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.

თეგები: სპორტი