სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

3 მაისი, 2022 • ნესტან ჩაგელიშვილი • 13

ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

გია ცეცაძემ განცხადება გასულ თვეს დაწერა, თუმცა ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის “ტორპედო” მთავარი მწვრთნელის გარეშე რჩება. საფეხბურთო კლუბის ხელმძღვაბელობამ, მოქმედი მწვრთველის გია ცეცაძის განცხადება დააკმაყოფილა. კლუბმა განცხადება ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანoბაში”- ვკითხულობთ განცხადებაში.

გია ცეცაძემ განცხადება გასულ თვეს დაწერა, თუმცა ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა.

ცეცაძის წასვლის მიზეზი კლუბის თამაშის გამო გულშემატკივართა უკმაყოფილება გახდა. ფანკლუბი წაგებების სერიაში მწვრთნელს ადანაშაულებდა.

აღნიშნული უკმაყოფილება გახდა ერთ-ერთი მიზეზი ტორპედო-დინამოს მატჩის ჩაშლის, რა დროსაც გულშემატკივრების მოედანზე შეჭრას ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

მომხდარის გამო ფეხბურთის ფედერაციის მიერ კლუბი და ფეხბურთელები, როგორც ფინანსურად დაჯარიმდნენ, ასევე დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.

კლუბში მთავარი მწვრთნელის გარშემო უკმაყოფილება კახა ჩხეტიანის გაშვებას მოყვა. ფეხბურთელები და გულშემატკივრების მის დაბრუმებას მოითხოვენ.

თეგები: სპორტი