სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში გელა დარსაძის ბიუსტი გაიხსნა

5 ივნისი, 2022 • ნიუპრესი • 13

ქუთაისში  გელა დარსაძის ბიუსტი გაიხსნა

ღონისძიებას კალათბურთელის ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისის მე-11 სპორტული სკოლის ეზოში კალათბურთელის გელა დარსაძის ბიუსტი გაიხსნა.

დარსაძე 1995-1996 წლებში საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. ასევე იყო ,,ქუთაისი 2010″-ის მწვრთნელი.

ღონისძიებას კალათბურთელის ოჯახის წევრები, ქუთაისის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 3-5 ივნისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა გელა დარსაძის სახელობის ტურნირი, რომელშიც 2008-2009 წლებში დაბადებული ვაჟები მონაწილეობდნენ.

თეგები: სპორტი