სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სპორტის სასახლეში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

20 დეკემბერი, 2022 • ნიუპრესი • 10

ქუთაისის სპორტის სასახლეში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ჩემპიონატი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის, აკაკი კიბორძალიძის სახელობისაა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის, აკაკი კიბორძალიძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 200-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.

„ქუთაისის სპორტის სასახლეში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ლეგენდარული ძიუდოისტების დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.

200-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა შეჯიბრში.

ტურნირი ქუთაისის მერიის ინიციტივით დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიმართება. ამ სახის სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ახალი თაობის სპორტსმენების მხარდასაჭერად, ასევე ქუთაისის პოპულარიზაციისათვის“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

თეგები: სპორტი