სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა

25 ნოემბერი, 2023 • Newpress • 13

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა

სანდრო ბაზაძე მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.

სანდრო ბაზაძეს 2022/2023 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზი დღეს ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე FIE-ის კონგრესზე გადაეცა.

სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა. მან გასული სპორტული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – გახდა ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. სანდრო ბაზაძე მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.

თეგები: სპორტი