სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიორგი არაბიძის ორი გოლით ქუთაისის „ტორპედომ“ გამარჯვება მოიპოვა

3 აპრილი, 2024 • ნიუპრესი • 12

გიორგი არაბიძის ორი გოლით ქუთაისის „ტორპედომ“ გამარჯვება მოიპოვა

ტორპედომ ამ მოგებით 9 ქულა დააგროვა, რითაც მე-4 ადგილზეა.

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის ტორპედომ ფოთის კოლხეთს დრამატულ ბრძოლაში 3:2 მოუგო. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ტორპედოს გამარჯვება გუნდის კაპიტნის გიორგი არაბიძის დამსახურებაა, რომელმაც ფანტასტიკური თამაში ჩაატარა.

მან მოწინააღმდეგის კარში ორი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა.

ტორპედომ ამ მოგებით 9 ქულა დააგროვა, რითაც მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 აპრილს, გაგრას შეხვდება, ხოლო კოლხეთი 8 ქულით მეხუთეა და მომდევნო ტურში იბერია 1999-ს დაუპირისპირდება.

თეგები: სპორტი