სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ძლიერი წვიმის გამო, ფეხბურთის გულშემატკივრები სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან

26 ივნისი, 2024 • ნიუპრესი • 19

ქუთაისში, ძლიერი წვიმის გამო, ფეხბურთის გულშემატკივრები სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან

საქართველო-პორტუგალიის მატჩის პირდაპირი ტრანსლირება დიდ ეკრანზე მოხდება.

ქუთაისში ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადებიან. ტრადიციულად, მატჩის პირდაპირი ტრანსლირება დიდ ეკრანზე მოხდება.

ძლიერი წვიმის გამო შეიცვალა ადგილმდებარეობა და ქომაგები ამჯერად სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს მივიდნენ და შეუერთდნენ საერთო ზეიმს.

მატჩის ტრანსლირებამდე გულშემატკივრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს, სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

თეგები: სპორტიფეხბურთი