სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისმა ჰოკეი 5 – ში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

7 ივლისი, 2024 • ნიუპრესი • 11

ქუთაისმა ჰოკეი 5 – ში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

პირველი ადგილი დანიის გუნდმა მოიპოვა.

ქუთაისმა ჰოკეი 5 – ში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრებები 3 დღის განმავლობაში მინდვრის ჰოკეის ახალ სტადიონზე მიმდინარეობდა. მასში 16 წლამდე ჭაბუკთა გუნდები საქართველოდან, დანიიდან, ლუქსემბურგიდან, ბულგარეთიდან და სომხეთიდან მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი დანიის გუნდმა მოიპოვა, მეორეზე კი ბულგარეთის წარმომადგენლები გავიდნენ. წარმატებული სპორტსმენები ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა დააჯილდოვა. ჩემპიონატი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შედგა.

თეგები: სპორტი