შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა

1 ოქტომბერი, 2024 • ნიუპრესი • 21

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა

საპარლამენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

  • ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერ ვასილ გველესიანთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში მცხოვრებ მოსახლეობასთან.
  • დელეგატმა მოსახლეობას გააცნო სამოქმედო გეგმა და ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და მასში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზე. ბოლოს კი თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის, აქტიური მოქალაქეობის, მმართველი გუნდის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ობიექტური შეფასებისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.
  • მოსახლეობასთან შეხვედრისას ზვიად შალამბერიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე“ მეტად შეეძლოს ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებასა და წარმატებაზე ფოკუსირება.

თეგები: არჩევნები