სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა

29 დეკემბერი, 2024 • ნიუპრესი • 22

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსი მოწვეული არ იყო..

პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა.

პარლამენტში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო.

ღონისძიებას ესწრებოდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

დიპლომატიური კორპუსი ღონისძიებაზე მოწვეული არ იყო..

პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.