ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში, შუალედურ არჩევნებში საკუთარი არჩევანი 447-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
უბანი 20:00 საათზე დაიხურა.
ელექტრონული დათვლით წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.
387-მა ამომრჩეველმა მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატს დაუჭირა.
57-მა არჩევანი “ძლიერი საქართველო-ლელოს” სასარგებლოდ გააკეთა.
3 ბიულეტენი გაბათილდა.
სოფელ ფერეთში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
უბანზე რეგისტრირებულია 679 ამომრჩეველი.