ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფერეთაში, შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
#17 უბანი ზუსტად რვა საათზე გაიხსნა.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამე შეფერხებას ადგილი არ ქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს.
გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების” და “ძლიერი საქართველო- ლელოს” კანდიდატები ირძვიან.
„ქართულ ოცნებას“ ვაჟა ხელაძე, ოპოზიციურ პარტიას კი ბექა კოპალაძე წარმოადგენს.
არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.