სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ტორპედოსთან ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იმუშავებს

5 იანვარი, 2025 • Newpress • 8

ქუთაისის ტორპედოსთან ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იმუშავებს

57 წლის გერმანელი მწვრთნელი დირკ შუსტერი უკვე საქართველოშია.

ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. Geo Team-ის ინფორმაციით, 57 წლის გერმანელი მწვრთნელი დირკ შუსტერი უკვე საქართველოშია.

ტორპედო შეთანხმებას ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

დირკ შუსტერს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვადასხვას წლებში უმუშავია დარმშტადში, აუგსბურგში, ერცგებირგესა და კაიზერსლაუტერნში

2015-16 წლების სეზონში დირკ შუსტერი დარმშტადში მუშაობის დროს ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

დირკ შუსტერი ტორპედოდან ახლახანს წასულ სტივ კინს შეცვლის.

თეგები: სპორტი