სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საბერიოში ხანძრის დროს დაშავებული ქალი ქუთაისის კლინიკაში გადმოიყვანეს

6 იანვარი, 2025 • Newpress • 17

საბერიოში ხანძრის დროს დაშავებული ქალი ქუთაისის კლინიკაში გადმოიყვანეს

ხანძრის დროს ხუთი ბავშვი დაიღუპა.

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილუროა. დაშავებული რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშოა გადაყვანილი.

ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია და კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.

ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება.

შეგახსენებთ, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.