სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში შობის დადგომას მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე შეხვდნენ

6 იანვარი, 2025 • Newpress • 21

ქუთაისში შობის დადგომას მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე შეხვდნენ

პროტესტის მე-40 დღეს მოთხოვნები უცვლელი რჩება.

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში პროტესტის ტრადიციულ ადგილას, ქალაქის მერიის წინ შეხვდნენ. მათ შობის დღესასწაული ალილოს სიმღერით აღნიშნეს.

საქართველოს ქალაქებში უწყვეტი პროტესტი უკვე 40 დღეა მიმდინარეობს. დღესასწაულისა და უქმე დღეების მიუხედავად მოქალაქეები პროტესტს არ წყვეტენ.

მოთხოვნები ყველასთვის ცნობილია, ესაა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.