სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრს და რეისს მოემსახურა

14 იანვარი, 2025 • Newpress • 21

ქუთაისის აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრს და რეისს მოემსახურა

ეს მონაცემი ყველაზე მაღალია ქუთაისის აეროპორტის არსებობის ისტორიაში.

2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისში წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041 -რეისი).

საერთო ჯამში, საქართველოს აეროპორტები 2024 წელს 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს და 31,937 რეისს მოემსახურნენ. ამ მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი – 5,986,754 მგზავრი, ⁠25,607 რეისი).