სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს

16 იანვარი, 2025 • Newpress • 19

ქუთაისში უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეები ქალაქში მაინც გამოვიდნენ.

პროტესტი 50-ე დღეს ქუთაისში. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ისინი პროტესტის გამოსახატად ქალაქის მთავარ ქუჩაზე მაინც გამოვიდნენ.

მათ უცვლელ მოთხოვნებს დღეს დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა.

მედიის წარმომადგენლებმა სახელწოდებით „თავისუფლება მზიას“ აქცია- პერფორმანსი გამართეს.

მათი განცხადებით, მზია ამაღლობელის ქმედება პატიმრობას არ იმსახურებს და ეს ადამიანი მისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო ისჯება.