სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

17 იანვარი, 2025 • Newpress • 26

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

აქტივისტებმა კონცერტზე მისული მსმენელი შეძახილებით შეაცილეს.

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მესხიშვილის თეატრთან, სადაც კონცერტი მიმდინარეობს, აქტივისტები შეიკრიბნენ.

მათ კონცერტზე მისული მსმენელი “მონებო, მოღალატეებო”, – შეძახილებით შეაცილეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის ფონზე ანრი ჯოხაძის კონცერტი არ უნდა ჩატარებულიყო.

ქუთაისში პროტესტი უწყვეტად გრძელდება, აქციის მონაწილეები ყოველ დღე მერიასთან იკრიბებიან.