სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმე წარმოებაში არ მიიღო

21 იანვარი, 2025 • ნიუპრესი • 18

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმე წარმოებაში არ მიიღო

ადვოკატები აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ.

„ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ხელის დარტყმის გამო დააკავეს. ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას.

მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმშილობა.

როგორც ცნობილია, ადვოკატები აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.