“თავისუფლება მზიას”, – ამ გზავნილით ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა ამ ფორმით „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მზია ამაღლობელი 12 დღეა რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ადვოკატები აღნიშნულის სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავენ.
ქუთაისში მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა
22 იანვარი, 2025 • Newpress • 20
მზია ამაღლობელი 12 დღეა რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები