სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გრიპით ინფიცირების ხვედრითმა წილმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

23 იანვარი, 2025 • Newpress • 19

გრიპით ინფიცირების ხვედრითმა წილმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

გრიპით ინფიცირების ხვედრითმა წილმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყოველი 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია, „გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი […]

გრიპით ინფიცირების ხვედრითმა წილმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

– ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველი 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია,

„გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მიაღწია.

ვირუსების საერთო განაწილებიდან 60%-ში გრიპი ფიქსირდება. ეს ნიშნავს რომ 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, ინფიცირების მატების ფონზე გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა“, – განაცხადა ჩხაიძემ.