January 28, 2025

თერჯოლაში 62 წლის ქალს ეძებენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ 62 წლის ნარგიზი რობაქიძეს (ქემოკლიძე) ეძებენ.

ქალი სახლიდან ორი დღის წინ გავიდა და მისი კვალი დაიკარგა.

ოჯახი დახმარებას ითხოვს. მას ტანთ შავი სამოსი ეცვა. თუ სადმე შეგხვდეთ აღნიშნული პიროვნება, თხოვნაა დარეკოთ მითითებულ ნომერზე: 511 188 310.