სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება

28 იანვარი, 2025 • Newpress • 18

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება

ცვლილებები, „საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება – “საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა გაიმართება.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონის პროექტის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ტარდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, აღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის – დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში უნდა გაიმართოს.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, სწორედ არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდა. ცესკოს ეს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების, ასევე, სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.