სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„თავისუფლება მზიას! – ქუთაისში აქცია გაიმართა

29 იანვარი, 2025 • Newpress • 21

„თავისუფლება მზიას! – ქუთაისში აქცია გაიმართა

ქციის მონაწილეები დღეს „კოლხური შადრევნის ირგვლივ განლაგდნენ.

ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს „კოლხური შადრევნის ირგვლივ განლაგდნენ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ მოთხოვნით ისინი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მზია ამაღლობელი რუსთავის მე-5 დაწესებულებაში უკვე 18 დღეა შიმშილობს, ის მხოლოდ წყალს იღებს.

უწყვეტი პროტესტის 63-ე დღეს აქციის მონაწილეები კვლავინდებურად ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.