ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მიწისძვრით დაზარალებულები ქუთაისის მერიას: “ფეხებზე არ კიდიხარ?” Video]

21 მარტი, 2013 • ანა ჯანაშია • 13

მიწისძვრით დაზარალებულები ქუთაისის მერიას: “ფეხებზე არ კიდიხარ?” Video]

ქუთაისში 2012 წლის დეკემბერში, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სტიქიიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსწავლიათ.

ქუთაისში 2012 წლის დეკემბერში, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სტიქიიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსწავლიათ.

ქუთაისში, წერეთლის #244 – ში მცხოვრებმა ნორა სიჭინავამ დახმარებისთვის მერიას მიმართა. თუმცა სამი თვის გასვლის შემდეგ, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

„რაის მერია, ფეხებზე არ კიდიხარ?,“ – აცხადებს დაზარალებული.

ქუთაისში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი კი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. აფხაზეთიდან დევნილი 69 წლის მურმან მაისურაძის ოჯახი, ქუთაისში, პ. იაშვილის N 13 – ში. „უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა“, – ამბობს მურმან მაისურაძე.

ქუთაისში, 2012 წელს, მიწისძვრით, სულ 59 ოჯახი დაზარალდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლები, ამ დრომდე მხოლოდ გარეგნულად დაათვალიერეს.

თეგები: მიწისძვრასაზოგადოებაქუთაისელებიქუთაისის მერია