369 311 - მდე გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კრედიტის ვერ იხდიან
369 311 გახდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ი ბანკის კრედიტს ვერ იხდიან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 2 ათასზე მეტით, ბოლო ერთ თვეში კი ათასით გაიზარდა.
„კრედიტინფოს“ 2025 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 311-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 367 031 პირი იყო, 2024 წლის დეკემბერში კი 368 310 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ 369 311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 96 301 კომერციული ბანკების კლიენტია, 299 659 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 7 082 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.
ავტორი: ნიუპრესი