სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ეკა ბესელია: “ხელშეუხებლობის გარანტიები არავის აქვს”

13 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 26

ეკა ბესელია: “ხელშეუხებლობის გარანტიები არავის აქვს”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხელშეუხებლობის გარანტიას ვერავის მისცემენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელია შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავებას აფასებს.

ბესელიას თქმით, ფაქტი სამწუხაროა, თუმცა დანაშულის ჩადენის შემთხვევაში ხელშეუხებლობის გარანტიები არავის აქვს.

„დანაშულის შემთხვევაში ინდულგენცია ანუ ხელშეუხებლობა არავის აქვს და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების დაცვა მთავარი პრიორიტეტია. გელა ხვედელიძეს ძალიან კარგად ვიცნობ და ჩემთვის ეს ადამიანურად ძალიან მძიმე ფაქტი იყო. არ შეიძლება პირადი ცხოვრების ამსახველი ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება,“ – ამბობს ბესელია.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები (გელა ხვედელიძე აღნიშნული ჩანაწერების ინტერნეტში განთავსებისათვის დააკვეს) წინა ხელისუფლების მიერ არის გაკეთებული.

ბესელია სამართალდამცავებს, გელა ხვედელიძის მსგავსად, ჩანაწერების გამკეთებელი პირების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს.

თეგები: ეკა ბესელიაპირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებაშსს