ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ფეროშენადნობი” ქარხნის მუშები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

16 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 26

“ფეროშენადნობი” ქარხნის მუშები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის მუშებმა პრემიების გაცემისა და ხელფასების 50%-იანი ზრდის მოთხოვნით საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

ზესტაფონში, “ფეროშენადნობი” ქარხნის მუშებმა პრემიების გაცემისა და ხელფასების 50%-იანი ზრდის მოთხოვნით საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

აქციაში მონაწილე მუშების თქმით, მათ მიმდინარე წლის მარტის თვიდან პრემიები არ მიუღიათ, რადგან ინვესტორმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა“ საპრემიო სისტემის დანიშვნის შესახებ მუშებთან მემორანდუმი არ გააფორმა.

თავად კომპანიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრემიების სისტემის შესახებ შეთავაზებას თავად მუშებმა არ მოაწერეს ხელი.

“ფეროშენადნობ” ქარხანაში დასაქმებულთა თქმით, თუ მათი მოთხოვნები ორშაბათამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი ფართომასშტაბიან გაფიცვებს მიმართავენ.

თეგები: ზესტაფონის ფერომუშების აქციაპროფკავშირები