შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კონკურსში “კულტურული ინიციატივა” 9 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

16 მაისი, 2013 • ეკა კუხალაშვილი • 22

კონკურსში “კულტურული ინიციატივა” 9 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

მერიის კულტურის სამსახურში სულ 77 პროექტი შევიდა.

დღეს, 16 მაისს, კონკურსის “კულტურული ინიციატივა” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აღნიშნული კონკურსი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა გამოაცხადა.

კონკურსის ბიუჯეტი 75 ათას ლარს შეადგენდა და იგი 9 პროექტზე გადანაწილდა. დაფინანსება მიიღეს პროექტებმა:

1. ქუთაისის კულტურული ძეგლების ინტერნეტ გზამკვლევი- დავით კეთილაძე

2. ალტერნატიული ქუთაისი – მუსიკალური ჯგუფი “Crossrood”

3. “დღეები და ღამეები”- ნინო ლომაძე

4. “ქალაქი” – ნანა უგულავა

5. ქუთაისის მუზეუმის მე-17 საუკუნის ხელნაწერი წიგნის “იამბიკო – ანუ ღვთისმშობლის დაუჯდომელი” გამოსაცემად მომზადება და გამოცემა – ციცინო მუმლაძე

6. “Kutaisi Rock City Festival” – ირაკლი კაცაძე

7. კონსტანტინე ლორთქიფანიძის “ცაბუნია” – თენგიზ ჯავახაძე

8. “იცნობ შენს ქალაქს, გააცანი სხვას!” – საინიციატივო ჯგუფი “თანამოაზრეები”

9. “გახსოვდეს შენი ისტორია” – შპს “ძველი ქალაქი” ირაკლი მაჩიტიძე

კონკურსი 2012 წლის 18 მარტს გამოცხადდა. მერიის კულტურის სამსახურში სულ 77 პროექტი შევიდა. გამარჯვებულები 11 კაციანმა კომისიამ გამოავლინა.

თეგები: კონკურსიკულტურის სასამხურიპროექტები