ამ წუთებში, თბილისში კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური” მოძრაობის წევრები ავრცელებენ. იმერეთის გუნერნატორის ვახტანგ ბალავაძის თქმით, პოლიცია ჭიაბერაშვილის სახლში მას შემდეგ შევიდა, რაც ის დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვანო მერაბიშვილთან ერთადაა დაკავებული. მათ ბრალი დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წაუყენეს. ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან ამ დრომდე არ გამოუყვანიათ.
“ჭიაბერაშვილის დაკავების შემდეგ, პოლიცია მის სახლში შევიდა”
21 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 27
ჭიაბერაშვილსა და მერაბიშვილს ბრალი დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით წაუყენეს
თეგები: დაკავება • ვანო მერაბიშვილი • ზურაბ ჭიაბერაშვილი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები