ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის, ადვოკატის განცხადებით, ბრალი ოფოციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ. ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი იმერეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. სამხარეო სამმართველოსთან, რამდენიმე წუთის წინ მათი ადვოკატი გიორგი გელხაური მივიდა. ადვოკატის თქმით, ისინი ბრალის წაყენებას ელოდებიან. რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს, გელხაურის განმარტებით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისში გაიმართება. თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია. სამმართველოსთან შეკრებილი “ნაციონალების” მხარდამჭერები ამ დროისათვის დაიშალენ. მათი განცხადებით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად აქციას სასამართლო პროცესის დროს გამართავენ.
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისში გაიმართება
21 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 23
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის, ბრალი ოფოციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.
თეგები: დაკავება • ვანო მერაბიშვილი • ზურაბ ჭიაბერაშვილი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები