სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“აირზენას” პირველ რეისს ქუთაისში დეპუტატები ჩამოყვნენ

3 ივნისი, 2013 • ქრისტი ქარჩხაძე • 63

“აირზენას”  პირველ რეისს ქუთაისში დეპუტატები ჩამოყვნენ

„აირზენას“ პირველ რეისს თბილისიდან უმრავლესობის დეპუტატები და ჟურნალისტები ჩამოყვნენ.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „აირზენამ“ დღეს პირველი რეისი შეასრულა.

„აირზენას“ პირველ რეისს თბილისიდან უმრავლესობის დეპუტატები და ჟურნალისტები ჩამოყვნენ.

დეპუტატების განცხადებით, ისინი ავიაკომპანიის მიერ აეროპორტში ფრენის დაწყებას მიესალმებიან, რადგან როგორც ამბობენ, აღნიშნული რეისი თბილისიდან ქუთაისამდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობას მოკლე დროში იძლევა.

ავიაკომპანია თბილისი–ქუთაისი–თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს. ფრენის ღირებულება 89 ლარი იქნება. ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თბილისიდან ქუთაისში რეგულარულად მგზავრობენ (დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ჟურნალისტები) ბილეთს განახევრებული ღირებულებით შეიძენენ.

თეგები: ავიაკომპანიაუმრავლესობაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი