შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიორგი შალამბერიძე: “რით ვეღარ შევიგნეთ, რომ სხვის ომში მამელუქებად ყოფნით ვერაფერს ვარგებთ ჩვენ უბედურ ქვეყანას?!”

6 ივნისი, 2013 • ნიუპრესი • 28

გიორგი შალამბერიძე: “რით ვეღარ შევიგნეთ, რომ სხვის ომში მამელუქებად ყოფნით ვერაფერს ვარგებთ ჩვენ უბედურ ქვეყანას?!”

“უნდა გამოვიდეს ჩვენი ჯარი იმ მიწიდან! ის ხალხი ტერორს კი არა აწყობს, საკუთარ ღირსებას და მიწას იცავს,” – წერს მსახიობი გიორგი შალამბერიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

“უნდა გამოვიდეს ჩვენი ჯარი იმ მიწიდან! ის ხალხი ტერორს კი არა აწყობს, საკუთარ ღირსებას და მიწას იცავს,” – წერს მსახიობი გიორგი შალამბერიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე, დღეს ავღანეთში 7 ქართველის ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით. “როდის გადაეჩვევა ჩვენი სახელმწიფო, საკუთარი სიცოცხლის საზარბაზნე ხორცად გამოყენებას. 70-იან წლებში საბჭოეთმა დაგვანთხევია სისხლი იმ ხალხის მიწაზე, ახლა დასავლური ინტერესებისთვის ვღვრით. რით ვეღარ შევიგნეთ, რომ სხვის ომში მამელუქებად ყოფნით ვერაფერს ვარგებთ ჩვენ უბედურ ქვეყანას?!” – წერს გიორგი შალამბერიძე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა.

თეგები: ავღანეთიგიორგი შალამბერიძეჯარისკაცები